|
2023-01-23 09:44:26, 1607 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი Leopard 2-ის მიწოდებაზე - თუ შეთანხმება არ იქნა მიღწეული, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომმა სტაგნაციის ეტაპს მიაღწია. მისივე თქმით, ევროპაში კიევში მძიმე ტანკების გადატანის შესახებ საუბარი გრძელდება. „მიდის დისკუსია იმის შესახებ, მიეცეს თუ არა უკრაინას იარაღი, რომელიც საშუალებას მისცემს არა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, არამედ მათი ფრონტი გაარღვიოს. ნელ-ნელა ამ იარაღის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - თქვა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მხარს უჭერს ტანკების მიწოდებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდება. თუმცა, როგორც ბორელმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას ბერლინი ხელს უშლის. "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე არ მიიღეს ძირითადად გერმანიის თავშეკავების გამო. მაგრამ თუ ეს არ იქნა მიღწეული, ომი გაგრძელდება მომავალ გაზაფხულამდე, როდესაც რუსეთი სავარაუდოდ შეეცდება ახალი შეტევის დაწყებას", - დასძინა ბორელმა. . შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს რამშტეინის საავიაციო ბაზაზე შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და დასძინა, რომ მისი ქვეყანა არ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას, ხოლო დისკუსიები გრძელდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ კი განაცხადა, რომ ვარშავას შეუძლია გერმანული წარმოების ტანკების უკრაინაში ბერლინის თანხმობის გარეშე გადაიტანოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა მზადაა მიაწოდოს ტანკები უკრაინას, თუმცა ისინი ელოდებიან იმ ქვეყნის ნებართვას, სადაც ეს ტანკები იწარმოება.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)