|
2023-01-23 09:04:52, 2430 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავება უნდა იყოს სიგნალი მათთვის, ვინც სამართლიანობის პრინციპს არღვევს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი დაკავება უნდა იყოს სიგნალი ყველა იმ პირისთვის, ვინც სამართლიანობის პრინციპს არღვევს. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის 333-ე დღის ბოლოს გამართულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც "მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა". "პირველი და მთავარი, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო, არის სამართლიანობა. სამართლიანობა, რომელიც სხვათა შორის, სიფხიზლის ერთ-ერთი საფუძველია. საზოგადოებაში, რომელიც გრძნობს სამართლიანობას, ადამიანთა კავშირი ყოველთვის უფრო ძლიერია. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გაათავისუფლა მინისტრის მოადგილე, რომელიც НАБУ-ს თანამშრომლებმა ამხილეს. სამართალდამცავებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, ჩაატარონ გამოძიება და ეს საქმე სასამართლომდე მიიყვანონ. მსურს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავება იყოს სიგნალი ყველასთვის, ვისი ქმედება თუ ქცევა არღვევს სამართლიანობის პრინციპს. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი აქცენტი თავდაცვის საკითხია, საგარეო პოლიტიკის საკითხია, ომის საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავ და არ მესმის, რასაც საზოგადოებაში ამბობენ სხვადასხვა დონეზე - როგორც ცენტრალურ დონეზე, ისე რეგიონებში. ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კვირა. ახლა არ მინდა მათი გამოცხადება, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ენერგეტიკასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, საზოგადოება უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მიიღებს, სახელმწიფო კი, "საჭირო ძლიერ ნაბიჯებს" გადადგამს. ცნობისთვის, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)