03:36 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 14:26:00, 1754 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით, მაგრამ ყოველი დაგვიანება უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია

თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, 20 იანვარს "რამშტაინის" სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე კონსენსუსის ვერ მიღწევა, უფრო მეტ უკრაინელ ადამიანს კლავს, და მეტიც ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია. მან მოუწოდა პარტნიორებს, რომ სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება.

"თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს. მაგრამ დღევანდელი გადაუწყვეტლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილის ტოლფასია. უფრო სწრაფად იფიქრეთ", - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics