09:24 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 08:56:29, 1267 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - არცერთ ორგანიზაციას არ აქვს წვდომა იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი პატიმრები იმყოფებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ჯერ ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ჰპოვებია ძალა, მიეღო წვდომა იმ ადგილებზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებიან.

ზელენსკის თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჯარ ოსმანი კიევში იმყოფებოდა, რომელთანაც აღნიშნული საკითხები განიხილა. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ, უპირველეს ყოვლისა, როგორ გავხადოთ ეუთო ეფექტური. ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო კრიტიკულ სიტუაციებში აქვს კონკრეტული ქმედებების დიდი ნაკლებობა, დიდი ნაკლებობა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან დასძინა, რომ ეუთოს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ყურადღება და შესაბამისად იმოქმედოს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელების დეპორტაციის, ასევე უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებაში.

"ჯერ ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ ჰპოვა ძალა, რომ მიეღო წვდომა იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი პატიმრები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. ეს უნდა გამოსწორდეს. იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობა ეუთო-ში ხელს შეგვიწყობს ამაში". განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics