11:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 11:49:16, 1695 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტების შესაჩერებლად გვჭირდება ის შეიარაღება, რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ რუსული რაშიზმიც ისევე დავამარცხოთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გავიმარჯვეთ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ახალ სარაკეტო თავდასხმას. 

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რომ უკრაინას შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდონ. 

"ოკუპანტების შესაჩერებლად ჩვენ გვჭირდება ის შეიარაღება რომელიც ჩვენი პარტნიორების საცავებში ინახება და რომლის მოწოდებასაც მოუთმენლად ველოდებით. მთელმა მსოფლიომ იცის, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ის, ვინც სიკვდილს თესავს.
დანგრეული კორპუსი დნეპრში, გამარჯვების ქუჩაზე მდებარეობს. ამ ქუჩას ეს სახელი მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების გამო ეწოდა. დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ რუსული რაშიზმიც ისევე დავამარცხოთ, როგორც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გავიმარჯვეთ. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გასროლილი გამოშვებული 30 რაკეტიდან 20 გავანადგურეთ. ჩვენ ამით ასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო ძალებს და ყველას, ვინც უკრაინისთვის მსახურობს. სამწუხაროდ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამ მხრივ, ურთულესი ვითარება ხარკოვის და კიევის რეგიონში გვაქვს. ყველა ვინც ამ ტერორისტულ აქტში მონაწილეობდა აუცილებლად ვიპოვით და შესაბამის პასუხისმგებლობას დავაკისრებთ",- განაცხადა ზელენსკიმ. 

ცნობისთვის, გუშინ, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა. 

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა. ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 18 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics