12:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 14:12:57, 1590 ნახვა

ომი უკრაინაში
კირილენკო - სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია

დონეცკის ოლქში, სოლედარში ამ დროისთვის 559 ადამიანი რჩება, მათ შორის 15 ბავშვია,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მათ მოახერხეს ქალაქ სოლედარიდან შვიდი ადამიანის ევაკუაცია.ქალაქში დარჩენილთა შორის 7-დან 15 წლამდე 15 ბავშვია.

„როგორც კი შესაძლებელი იქნება ევაკუაციის განსახორციელებლად იქ მისვლა, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ“,- განაცხადა კირილენკომ.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სოლედარში, აქვთ საკვების საჭირო მარაგი და ჰიგიენური საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომმისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს და ახლა ქალაქს აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ ხაზგასმით აღნიშნა , რომ მსგავსი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics