12:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 10:14:28, 1633 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - დონეცკის ოლქისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

დონეცკისთვის, ბახმუტისთვის, სოლედარისთვის და კრემინასთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალები სწორედ ამ მიმართულებებზე გადაისროლა, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფოს იცავენ.

"მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ დავალებებს!

მადლობა "კრაკენის" ქვედანაყოფის მებრძოლებს გადამწყვეტი ქმედებებისთვის მტრის გასანადგურებლად სოლედარის რაიონში! მადლობა საერთაშორისო ლეგიონის ჯარისკაცებს და "შამანის" ქვედანაყოფს, რომლებიც მამაცურად იცავენ ბახმუტს!

სრულმასშტაბიანი ომის 324 დღე და როგორ შეიცვალა რუსეთისთვის ყველაფერი... უკვე ერთმანეთში უპირისპირდებიან, ვის უნდა მიეწეროს რაიმე ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. და ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მეტი ზარალი მივაყენოთ მტერს. 

მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს! როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენს ყველა სხვა ფრონტზე.

ამიტომაც დღეს მინდა გამოვყო უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. ისინი, ვინც ჩვეულებრივ სრულიად ჩუმად მუშაობენ და ვისზეც ცოტას ლაპარაკობენ. მაგრამ მათ ნამდვილად მოაქვთ პარტნიორების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უკრაინისთვის, ჩვენი დამცველებისთვის. მადლობა ამისთვის!

მადლობას ვუხდი უკრაინის უშიშროების სამსახურის ყველა პერსონალს, რომლის შედეგებს საზოგადოება ხედავს ბრძოლაში, კერძოდ, კოლაბორანტებთან და დივერსანტებთან. მადლობა მათ ამისთვის!

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის მუშაობს! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს!

დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics