12:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 09:27:59, 1194 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორის ჯონსონი უკრაინაში მოგზაურობას და ზელენსკის მონახულებას გეგმავს - The Guardian

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონახულებას გეგმავს.

როგორც The Guardian წერს, მოგზაურობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს და ჯონსონის პრესმდივანმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მაგრამ გამოცემის თანახმად, ყოფილმა პრემიერმა მეგობრებს განუცხადა, რომ უახლოეს თვეებში
კიევში წასვლას აპირებს, რათა გამოავლინოს თავისი საჯარო მხარდაჭერა ქვეყნისადმი და რუსი აგრესორების წინააღმდეგ. 

გამოცემა წერს, რომ უკრაინული წყაროები ადასტურებენ, რომ ჯონსონი კიევში წასვლას „განიზრახავდა“, თუმცა თარიღებთან დაკავშირებით ჯერჯერობით „კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს“.

ეს იქნება ყოფილი პრემიერის მეოთხე ვიზიტი კიევში. ის უკრაინას პირველად აპრილში ეწვია, ხოლო მეორე მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ივნისში. მესამედ კი, მოგზაურობა აგვისტოში გაიმეორა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics