09:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 12:07:33, 1490 ნახვა

სამართალი
ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს

ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ბელგიის პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ უწყება მუდმივ კონტაქტზეა ბელგიაში საქართველოს საეჩოსთან.

გუშინ 5 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებით არის მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ლიზას გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, თავდასხმის შედეგად მასთან მყოფი ადამიანი გარდაიცვალა და ლიზა იმალება უსაფრთხოების მიზნით, სანამ სამართალდამცველები თავდამსხმელს იპოვიან და დააკავებენ - ოჯახის მხრიდან არც ეს ვერსიაა დადასტურებული.

ლიზა ქისტაურის დედა იზა არღვლიანი რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს თავისი შვილის გარდაცვალებას. იზა არღვლიანი მწვავედ აკრიტიკებს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics