19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 18:57:57, 2865 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა , რომ რუსეთს არ სურს ომის დასრულებაზე მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

პოდოლიაკმა პუტინის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ სხვა „ქვეყნები, მოტივები, გეოპოლიტიკა“ არ არსებობს.

"სუბიექტი პუტინი უნდა დაბრუნდეს რეალობაში: პირველი. რუსეთი ცალმხრივად დაესხა თავს უკრაინას და კლავს მოქალაქეებს. მეორე: რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მაგრამ ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. გასაგებია, ამიტომაც გადავდივართ ტრიბუნალში", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

7 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების პირობები გამოაცხადა . მისი თქმით, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაეროს წესდების დებულებების დაცვა, ომით მიყენებული ყველა ზიანის ანაზღაურება, ყველა სამხედრო დამნაშავეს დასჯა და უსაფრთხოების გარანტიები.

ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობენ მასში მონაწილეობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics