19:28 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 10:27:14, 1646 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - თუ სააკაშვილს დისტანციურად არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ დრო აღარ გვაქვს

თუ სააკაშვილს არც დისტანციურად ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ დრო აღარ გვაქვს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზა მიუკერძოებლად უნდა ჩატარდეს.

„იმედია ჩართავენ დისტანციურად, ვნახოთ, თუ არ ჩართავენ, პროცესი მაინც ჩატარდება, ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს. გვაქვს მყარი დასკვნა ამერიკელი ტოქსიკოლოგის მიერ, სადაც საუბარია, რომ ამ ადამიანის სხეულში აღმოჩენილ იქნა მძიმე დეტალები, ასევე გვაქვს სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. ამ ფონზე ვითხოვთ ისეთი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც იქნება მიუკერძოებელი, არ ვიცი ეს საზღვარგარეთ იქნება, საქართველოში, თუ რა იქნება, მაგრამ ასეთ თამაშობებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. 

კომისიის დასკვნის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 9 დეკემბერს უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი ჯერ 14 დეკემბერს, შემდეგ კი 22 დეკემბრისთვის გადადო. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics