|
2022-11-30 16:48:13, 2604 ნახვა
ეკონომიკა
როგორ მივიღოთ შემოსავალი უძრავი ქონებიდან?
უძრავი ქონება ოდითგანვე საუკეთესო გზა იყო შემოსავლის მისაღებად და დღესაც ასეა. იმ ფონზე, როცა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასები ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა და კიდევ იზრდება, ბინის/სახლის შეძენა ინვესტირებისათვის ძალიან კარგი იდეაა. უკვე ძალიან მოხშირდა ბინის იპოთეკური სესხით შეძენის ფაქტები შემდგომი გაქირავების და ამ გზით შემოსავლის მიღების მიზნით. მაძიებლები იძენენ ისეთი ტიპის ქონებას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, მარტივად გასაქირავებელია, არ ამბობენ უარს სესხის აღებაზეც კი, რადგან ფაქტობრივად გარანტირებულად იციან, რომ გადასახადს სრულად თუ არა, მის დიდ ნაწილს ქირით დაფარავენ. სამომავლო პერსპექტივაში კი მფლობელობაში დარჩებათ უძრავი ქონება, რომელსაც ისევ შემოსავლის მიღების ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ. უძრავი ქონების საიტზე area.ge გასაყიდი ქონება ძალიან დიდი მასშტაბითაა წარმოდგენილი. მთელს საქართველოში არსებული მეორეული, მშენებარე თუ ახალაშენებული ბინების ნახვაა შესაძლებელი არეაზე. ყველა აქტიური დეველოპერული კომპანია სწორედ არეას პარტნიორია, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით შეგიძლიათ ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით, დაათვალიეროთ ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის მშენებარე და დასრულებული პროექტები დეტალურად. ამასთან, არეა იძლევა შესაძლებლობას, ბანკში მისვლის გარეშე, დისტანციურად გააგზავნოთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა, მანამდე კი გამოთვალოთ რა რაოდენობის თანხა დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის კონკრეტული ქონების შესაძენად, რამდენი იქნება ყოველთვიური შესატანი, რამდენ პროცენტში მოგცემთ ბანკი სესხს და.ა.შ. ანუ, არეასთან თანამშრომლობით არამარტო იპოვით სასურველ ქონებას, რომელსაც შემდეგ ინვესტირებისთვის გამოიყენებთ, არამედ საიტიდანვე შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას თქვენი მიზნების სისრულეში მოყვანისთვის. გარდა ზემოხსენებული მეთოდისა, უძრავი ქონებიდან შემოსავლის მიღების აპრობირებული გზაა გასარემონტებელი ქონების შეძენა, შემდეგ მისი განახლება და უფრო ძვირად გაყიდვა. ასევე ამავე მიზნით შესაძლებელია ბინის შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე და უფრო ძვირად გაყიდვა დასრულების და მოპირკეთების შემდეგ. თუ არ გსურთ, იპოთეკური სესხის აღება და გაქვთ კონკრეტული თანხა, ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ იგირაოთ ქონება გაქირავების უფლებით და შემოსავალი ამ გზით მიიღოთ. ასევე, მომგებიანია ბინების დღიურად გაქირავება. თუ იქირავებთ ბინას თვიურად და გააქირავებთ დღიურად, მიიღებთ შემოსავალს დანახარჯებისა და სესხის გარეშე. მართალია, ინვესტირებისთვის ბევრი სხვადასხვა სფერო არსებობს, მაგრამ წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ ინვესტიციის ჩადება უძრავ ქონებაში ყველაზე ეფექტურია შემოსავლის მისაღებად. მიზეზი კი ფასების ზრდაა, ბოლო წელს უძრავი ქონება 10-15%-ით გაძვირდა და ეს ტენდენცია ჯერჯერობით კიდევ გრძელდება.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)