|
2022-11-25 10:39:27, 2267 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა - ჩვენ იმდენი მსხვერპლი და ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგვემართოს
ჩვენ ვნახეთ იმდენი მსხვერპლი, იმდენი ნგრევა, რომ სიმართლე გითხრათ, უშუქობა არ არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ BBC-ის გადაცემა „100 ქალთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პირველმა ლედიმ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უკრაინელების უმრავლესობაა მზადაა გაუძლოს რთულ პირობებს, თუ ეს იქნება ევროკავშირამდე მისასვლელი გზა. "ჩვენ გვქონდა იმდენი სასამართლო პროცესი ამ თვეებში, იმდენი საშინელი სასამართლო პროცესი, ჩვენ ვნახეთ იმდენი მსხვერპლი, იმდენი ნგრევა, რომ სიმართლე გითხრათ, უშუქობა არ არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს. ცოტა ხნის წინ, ფაქტიურად გასულ კვირას, დასრულდა სოციალური გამოკითხვა, უკრაინელებს ჰკითხეს, კიდევ რამდენ ხანს არიან მზად ასეთ პირობებში, სინათლის გარეშე, სითბოს გარეშე. უკრაინელებმა კი, უმრავლესობამ, გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა უპასუხა, რომ მზად არიან გაუძლონ ამას ორი-სამი წელი, თუ დაინახავენ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივას ევროკავშირში. ამ ევროპულ ოჯახში უნდათ იყვნენ თანასწორნი. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, ღირსების გრძნობისთვის, იმის გულისთვის, რაც გველოდება ამ დემოკრატიულ ოჯახში და გვინდა ვიყოთ მასში სხვებთან თანაბარ პირობებში. უკრაინელები მზად არიან მოითმინონ ეს. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ საკითხებს",- განაცხადა ზელენსკამ.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)