18:42 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 10:52:20, 940 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მიმღებ პირებს შეხვდნენ

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - ,,არა ფემიციდის" ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების  მომსახურების მიმღებ პირებს საქართველოს პროკურატურის  და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილე პირებს მათი უფლებების  და გენდერული თანასწორობის საკითხებზე  ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს პროკურატურაში დაზარალებულთა ინტერესებზე მორგებული მიდგომების  მნიშვნელობაზე, განიხილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და  სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.

პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე პირებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა მსხვერპლების/დაზარალებულების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია  აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის  ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

#არაფემიციდს!
#მკვლელობაისჯებამკაცრად!
#შეაჩერეფემიციდი!
#სიყვარულიარკლავს!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics