06:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 12:27:40, 696 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, საიდანაც, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა. 

„ისნის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის მიმდებარედ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ნახევარ ჰექტარზე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცე, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა. ყველაფერი გაკეთდა იმ მიდგომით და დამოკიდებულებით, რაც ასეთი პროექტების განხორციელების დროს გვაქვს. სამუშაოები, ჯამში, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. აქედან, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი კონკრეტულად რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაა, მიმდებარე არეალი კი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კეთილმოაწყო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადო აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული ტროტუარი და საფეხმავლო ბილიკები. 

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა მსგავსი პროექტები თბილისის ყველა რაიონში განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. 

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე სპორტული მოედანიც მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2 332 540 ლარს შეადგენს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics