|
2022-11-22 12:05:23, 707 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - მივმართავ ბიზნესსექტორს, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობა კვლავ მიიღონ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრადიციულად, საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს. „ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია - ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებების და დედაქალაქის ქუჩების განათებას, კახა კალაძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის. „დარწმუნებული ვარ, წელსაც საახალწლო ღონისძიებები შთამბეჭდავი და მასშტაბური იქნება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ, დაისვენონ და ამ დღეებით ისიამოვნონ. რაც შეეხება ახალი წლის ღონისძიებებს, ნაძვის ხის ანთებას, ქალაქის განათებასა და „საახალწლო სოფლის“ გახსნას, ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)