06:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 11:41:27, 2014 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით ექსპორტის ნაწილში. დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

ამასთან, ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი ძლიერი იყო.

მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, დამატებით გაუმჯობესდა. სეზონური შესწორების გარეშე კი, ანუ ფაქტობრივად, გაუარესდა. თუმცა, როგორც „თიბისი კაპიტალის“ წინა პუბლიკაციებშია აღნიშნული და ამავე მიმართულებით ლარის კურსის ბოლოდროინდელი დინამიკაც მიუთითებს, ლარის კურსის სეზონურობის მხრივ, ბიზნესისა და მოსახლეობის უფრო მაღალი აღქმადობის გამო, მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად რელევანტურია.

გასულ კვირაში, ასევე, გამოქვეყნდა დასაქმების მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ მე-3 კვარტალში მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდა. თანაც, ეს იმ ფონზე, როდესაც დასაქმების ამ სტატისტიკაში მიგრანტების ბოლოდროინდელი ნაკადი არაა გათვალისწინებული და ასევე, როგორც ჩანს, ემიგრაცია წელსაც საკმაოდ მატერიალურია.

გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics