07:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 16:14:40, 1002 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბულგარეთის ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბულგარეთის ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა წყლის რესურსების მართვის, საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მცენარეთა დაცვის კუთხით ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს ფიტოსანიტარიული მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი, რომლის განხორციელების პროცესშიც ბულგარეთს ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. პროექტი ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ევროკავშირის ბაზარზე წვდომას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებას, როგორიცაა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია, საკმაოდ მაღალია თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი.
ვესელინ ვალკანოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა აღნიშნულ პროცესში პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა წარმატება უსურვა ბულგარეთის ახალ ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის განხორციელების საქმეში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი,  მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ბულგარეთის ელჩის მოადგილე ილია ნაჩევი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics