07:42 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 15:09:49, 753 ნახვა

საზოგადოება
SunExpress - ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

2023 წლის ივნისიდან საქართველოში ოპერირებას თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress იწყებს. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. მოლაპარაკებების ძირითადი ეტაპი საავიაციო ფორუმ ROUTES WORLD 2022-ის ფარგლებში გაიმართა. 

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის. Turkish Airlines-და Lufhansa-ს მიერ დაფუძნებული თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარის, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიადან დაიწყებს თბილისის მიმართულებით და პირიქით, ფრენებსს. ბილეთები დღეიდან უკვე ჩაეშვა გაყიდვაში და ჩვენს მოქალაქეებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ თურქეთის დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში მოხვედრა", - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთანების დირექტორი, თამარ არჩუაძე.

თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე, კვირაში 5 სიხშირით იფრენს. 1 სიხშირით თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, 2-2 სიხშირით კი თბილისში ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს.

SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics