07:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 14:31:06, 649 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო

თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.  სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის  პრიორიტეტული მიმართულებებია:

1.      სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
2.      ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
3.      სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24  ნოემბერია.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.

საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

საგრანტო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები მიიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics