|
2022-11-17 13:17:45, 1289 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ვალის მართვის მთავარ ამოცანას ვალის საგარეო რისკების შემცირება წარმოადგენს
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომ იღებს მთავრობა ვალს შიდა ბაზარზე და როგორია პოლიტიკა ამ მიმართულებით. „ოპონენტებისგან და ექსპერტებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათთვის გაუგებარია, თუ რატომ ვამბობთ უარს „იაფ" საგარეო სესხებზე და ვიღებთ „ძვირ" საშინაო ვალს. მას შემდეგ, რაც ვალის დონე აღვადგინეთ უსაფრთხო დონეზე, ვალის მართვის მთავარ ამოცანად ვალის საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება წარმოადგენს. შექმნილი გლობალური და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ ხელსაყრელია ამ ამოცანის შესასრულებლად. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო ლარში საპროცენტო განაკვეთები იკლებს, რაც ბოლო პერიოდში გამართული აუქციონის შედეგებიდანაც ჩანს. ისტორიულად, უცხოურ ვალუტაში სესხება, ერთი შეხედვით, უფრო იაფი ჩანს დაბალი ნომინალური პროცენტის გამო, თუმცა ამ სესხებას ყოველთვის თან ახლდა სავალუტო რისკი, რაც საშუალოდ, პანდემიამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 პროცენტს შეადგენდა", - აღნიშნა მან. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახლა უცხოურ ვალუტაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იმატებს. „ადრე თუ საშუალოდ ეს მაჩვენებელი 1,6 პროცენტს შეადგენდა, 2023 წლისათვის 4-5 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო სავალუტო რისკი, შექმნილი რისკების ფონზე, მინიმუმ იგივე დონეზე იქნება შენარჩუნებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში, თუნდაც დონორების დაფინანსება, სავალუტო რისკების გათვალისწინებით, უკვე აღემატება ლარში საპროცენტო განაკვეთებს", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება ლარში დაფინანსებაზე, რაც ხარჯის გარდა, ხელს შეუწყობს ვალის პორტფელის დივერსიფიცირებას, სავალუტო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას, საშუალოვადიან პერიოდში ვალის მომსახურების ხარჯების შემცირებას.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)