08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 12:33:53, 922 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით ზუგდიდის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა.  პროექტის ჯამური ღირებულება  8.5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 6.1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დახმარებით ზუგდიდის ცენტრში „ზუგდიდი მოლის“ გახსნა შევძელით, რომლის ფართობიც 15 000 კვ.მ-ია. სავაჭრო ცენტრის შენობა ერთ სართულიანია და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოიცავს. მოლში წარმოდგენილია, როგორც სურსათისა და სწრაფი კვების სივრცეები, ასევე, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, წიგნების, ტექნიკისა თუ სხვადასხვა სახის მაღაზიები, კერძოდ: „კარფური“, „ვაიკიკი“, „ფლო“, „სუპერი“ „ბიბლუსი“ „ადიდასი“ „ზუმერი“ „მინისო“, „ალტა“”და სხვა. „ზუგდიდი მოლი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია“, - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა, თეო გეგიაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნეს, რომელიც მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ კი, წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics