07:41 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 13:58:44, 772 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის  პროკურორებმა ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედებრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე, რომელთა მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია, პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების, გენდერული სტერეოტიპების, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის თაობაზე.

"პროკურატურის წარმოადგნელებმა, ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები. როგორც პროკურორებმა აღნიშნეს, ფემიციდთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული მძიმე დანაშაული.

ბათუმის, ხელვაჩაურის და ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. პროკურატურის წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, მათზე რეაგირების გზები და ბარიერები, რომელსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების დროს დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.

#არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics