|
2022-11-15 17:25:17, 1306 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე - განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან
„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააანონსა მხარდაჭერის ახალი სქემა ენერგეტიკაში, თუ როგორ შეიძლება მოვიზიდოთ ინვესტიციები და ხელი შევუწყოთ განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში. დღეს შევხვდით სწორედ პოტენციურ ინვესტორებს, ასევე დეველოპერებს, რომლებსაც უკვე გააჩნიათ პროექტები განვითარების გარკვეულ ეტაპზე და ავუხსენით, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახონ ამ ახალი მხარდაჭერის სქემით და როგორ მუშაობს ეს სქემა" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ და არ შეეხებათ იმ დეველოპერებს, რომლებიც უკვე აშენებენ ჰიდროსადგურს ან ნებისმიერ სხვა ენერგოობიექტს. „სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად შეისყიდოს ელექტროენერგია გარანტირებულად. რაც შეეხება აუქციონის პირობებს, წესებს, თუ როგორ მოხდება შერჩევა და რა კრიტერიუმებით, ამ ყველაფერზე არის დღევანდელი შეხვედრა, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ბიზნესსექტორი მოემზადოს ახალი წამოწყებისთვის" - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)