|
2022-11-15 10:55:13, 998 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვედეთში, გამოფენაზე ,,Stockholm Food and Wine" ქართული ღვინის შვიდი კომპანია მონაწილეობდა
შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ,,Stockholm Food and Wine" ქართული ღვინის მწარმოებელმა შვიდმა კომპანიამ „ვაზის კალამი", „მათრობელა ვაინსი", „ვაზისუბნის მამული", „ქართველი", „ქიმერიონი", „მიხეილის მარანი" და „ტყუპების საღვინე სახლი" მიიღო მონაწილეობა. „Stockholm Food and Wine"-ზე მოსული სტუმრები ქართული ღვინისა და მისი წარმოების 8000-წლიანი ისტორიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნულ გამოფენაზე, სადაც ტრადიციულად ათასობით ღვინის პროფესიონალი იკრიბება, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს თანადგომით განხორციელდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. აღსანიშნავია, რომ, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, სკანდინავიის ქვეყნებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ქართული ღვინის მასტერკლასი ჩატარდა, შეხვედრები გაიმართა საზოგადოებასთან კომუნიკაციის ჯგუფთან Partner&CEO „Wine publishing AB", შვედეთში ღვინისა და გასტრონომიული უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair" ორგანიზატორებთან და შვედეთის სამეფოში ალკოჰოლური სასმელების მაკონტროლებელი უწყების „Systembolaget" წარმომადგენელთან. აღნიშნული აქტივობები ემსახურება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ადგილობრივ მომხმარებელსა და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოდან შვედეთში ექსპორტირებულია 152 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56% შეადგინა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)