01:13 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 10:39:43, 1233 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს

„საქართველოს ბანკი“ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით “ინნ დეველოპმენტი” ორ საცხოვრებელ ბინას დიღომში აშენებს, რომლის ფართობიც 33 000 კვ.მ.-ია. პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 10 მილიონ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძლებთ ახალი საინტერესო პროექტის განხორციელებას, რომელიც ორ, 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გულისხმობს. კომპლექსი, როგორც საცხოვრებელ ფართს, ასევე სპორტულ მოედანს, პარკინგს, კომერციულ და გამწვანებულ სივრცეებს მოიცავს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სახლები ენერგოეფექტურია და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. ეს არის “ინნ დეველოპმენტისა” და „საქართველოს ბანკის“ პირველი ერთობლივი პროექტი. სამომავლოდაც მათთან თანამშრომლობას და ამავე მიწაზე ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ვგეგმავთ“, - განაცხადა “ინნ დეველოპმენტის” წარმომადგენელმა, თამარ კანთელაძემ.

“საქართველოს ბანკის“ ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, “ინნ დეველოპმენტთან” ერთად განვახორციელოთ პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროექტია. ეს კი ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. კომპანია პროექტის ფარგლებში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმდება 100 ადამიანი. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს სფეროს განვითარებას და ბიზნესის გაძლიერებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics