|
2022-11-11 16:09:25, 1434 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული კოლექტორი იწმინდება
კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული კოლექტორი იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციის დეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ამჟამად, სამუშაოები კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში მიმდინარეობს, სადაც 400 მეტრი სიგრძის ნაგებობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისგან გაიწმინდება. სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 25 თანამშრომელი და რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. პროცესს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე ადგილზე გაეცნენ. სამუშაოები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში იწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)