01:11 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 15:27:56, 1512 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს

10-11 ნოემბერს „თიბისიმ“ ყაზახური ბანკის ოტბასი (Otbasy Bank 2000 წლამდე HSBC ბანკი იყო) 25 თანამშრომელს უმასპინძლება. სასწავლო ტურის ფარგლებში თიბისის თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. Otbasy Bank-ის სტუმრობის მთავარი მიზანია „თიბისის“ წარმატების გზის გაცნობა და გაზიარება.

„თიბისის“ გუნდმა ყაზახური ბანკის დელეგაციის წევრებს გააცნეს თიბისის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები და მათი განხორციელების გზა, ციფრული სერვისები და პროდუქტები, საცალო და იპოთეკური პროდუქტები, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, ციფრული საკომუნიკაციო არხები და კომპანიის სხვა გამოცდილება.

მასპინძელ კომპანიად „თიბისი შეირჩა“, როგორც რეგიონში ლიდერი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკითა და გადახდის ინოვაციური სისტემით Payme არის წარმოდგენილი.  ყაზახური ბანკის დელეგაციის შემეცნებითი ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB - The Asian Development Bank) რეკომენდაციით იმართება.

„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ „თიბისი“ ბრენდის წარმატებულ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო დონეზე ვაზიარებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მრავალმხრივი განვითარება სამაგალითო და საინტერესოა სხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის და დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს ყაზახ კოლეგებს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები" - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics