|
2022-11-10 13:38:43, 1121 ნახვა
საზოგადოება
გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე
საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი, ლია მიქაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა. 1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელეხედვის მოწყობა დაიგეგმა და დიქტორების (წამყვანების) ძებნა დაიწყეს, მიხეილ თუმანიშვილმა პირველკურსელ ლია მიქაძეს კონკურსში მონაწილეობა ურჩია. კომისიამ ის ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად შეარჩია და დიქტორად დანიშნა. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა. 2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)