23:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 15:32:15, 1726 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონის გამოფენის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს მართავს

რეგიონის  პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2022“ უწყების მენეჯმენტი წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. მათ შორისაა Bloomberg, Euronews, BBC, Conde Nast Traveler, Wanderlust, Lonely Planet და სხვა გავლენიანი გამოცემები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს, პირველად გარდა საქართველოს სტენდისა, ლონდონის ტურისტული გამოფენის ათასობით მონაწილესა და ვიზიტორს საშუალება აქვთ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გამოფენის 2022 წლის წიგნში გაეცნონ, სადაც აჭარის შესახებ ვრცელი სტატია და ინტერვიუა გამოქვეყნებული.  „WTM Yearbook 2022“ არის გამოცემა, რომელშიც  ტურიზმის პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან  მკითხველს უზიარებენ სიახლეებს, ახალ გადაწყვეტილებებსა და ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციებს. 

„გასაკვირი არაა, რომ "შავი ზღვის მარგალიტი"  ბათუმი, როგორც  უძველესი ისტორიის, გამორჩეული ბუნებრივი სილამაზის, გასაოცარი არქიტექტურის, უნიკალური გასტრონომიისა და შავი ზღვის ულამაზესი პლაჟების გასაოცარი სინთეზის ქალაქი, 2022 წლის მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემოანიაზე ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა“. - წერია ლონდონის ტურისტული გამოფენის 2022 წლის წიგნში, რომელიც ტურიზმისა და ბიზნესის მთავარ მოთამაშეებს მიეწოდება.  

მათივე ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენა 43-ე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმართმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენას საშუალოდ 
51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და მასზე 5000-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics