|
2022-11-07 14:53:51, 1030 ნახვა
საზოგადოება
გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გამო - პატრიარქის სამძიმარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილში ნახსენები არიან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები: გურგენ გაგნიძე, მიხეილ ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მარტიაშვილი და ლევან სახელაშვილი. "გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, - გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი",- აღნიშნულია სამძიმარის წერილში. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)