10:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 14:23:30, 882 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, ადგილობრივ მოსახლეობასთან  საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს  ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომლებსაც ძალადობის მსხვერპლი ქალები აწყდებიან. 

პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ.

 შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს", აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. 

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics