09:36 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 13:42:31, 1154 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ელჩი - რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა

რომის პაპმა დოსტოევსკი უყურადღებოდ წაიკითხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის უწმინდესობას რუსების სისასტიკე არ გაუკვირდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოქსანა მარკაროვამ განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუსეთის ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთიც აჩვენებს, რომ მოსკოვი ჰუმანური არასდროს ყოფილა.

„რუსი მწერლების/პოეტების რამდენიმე სხვა ნაწარმოები, მათ შორის პუშკინის, კუპრინის, ბულგაკოვის და თუნდაც ჩვენი რეგიონის ნამდვილი ისტორიის ზედაპირული შესწავლა აჩვენებს, რომ ჰუმანიზმს მოსკოვში ადგილი არ ჰქონია არც ივანე მრისხანეს დროს 1547 წელს, არც 1708 წელს, როდესაც ბატურინი სასტიკად დაანგრიეს", - წერს ოქსანა მარკაროვა სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსი ხალხისა და რუსული ჰუმანიზმის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს და ამისთვის, მისივე თქმით, „საკმარისია დოსტოევსკი, რომელიც ქრისტიანებს დღემდე შთააგონებს, იფიქრონ ქრისტიანობაზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics