10:18 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 12:34:42, 968 ნახვა

საზოგადოება
ადვოკატი - მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი, რომელიც დაადგენს რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურესობამდე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად უცხოეთიდან დამატებით სხვა ექსპერტები ჩაერთვებიან. 

ექსპრეზიდენტს კვლევას დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტი ჩაუტარებს, ხოლო ხვალ, 8 ნოემბერს საქართველოს ბრიტანეთიდან მოწვეული ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ეწვევა. 

"უცხოელმა ექიმებმა თავიანთი კვლევები გამოაგზავნეს, დადგინდა თავის ტვინთან დაკავშირებული საკმაოდ რთული დიაგნოზები.  ახალგაზრდა ადამიანია, დაპატიმრებამდე ეს დიაგნოზები არ ჭირდა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოძიებული იქნა ახალი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც გადაეცა ეს მასალები, რათა დადგინდეს რატომ მივიდა სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ უკიდურესობამდე" ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. 

როგორც ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ჩვენი ამერიკელი კოლეგების ინფორმაციით და ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები დიდი ხანია ამას ამბობენ. წამყვანი აქ არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა და აუცილებელია დამატებითი დიაგნოზისთვის მიხეილ სააკაშვილის გაყვანა საზღვარგარეთ",- ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics