16:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 12:24:01, 1093 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია საუბარი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 6 ნოემბერს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარისა და მოლაბაირამლის რაიონების საზღვართან 19:35-დან 21:50-მდე აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან გაუხსნეს.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, ცეცხლი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს.

ცნობისთვის, გასულ კვირაში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერებმა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა.

სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს, ხოლო ბაქოს განცხადებით, მათი მხარიდან შეტაკებებს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics