16:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 11:19:32, 1110 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - „დემოკრატებს“ სურთ, აშშ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონგრესის შუალედური არჩევნების ფარგლებში შეხვედრებს მართავს.

BBC-ის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი, საარჩევნო კამპანიის დასასრულს, ამომრჩევლებს მაიამიში შეხვდა.

შეხვედრაზე, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის წინამორბედმა "დემოკრატები" გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ შეერთებული შტატები კომუნიზმისკენ მიჰყავთ.

„დემოკრატებს" სურთ, ამერიკა გადააქციონ კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად“, - განაცხადა ტრამპმა და კიდევ ერთხელ გააკეთა მინიშნება, რომ მან შესაძლოა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

როგორ BBC წერს, გამოკითხვები აჩვენებს, რომ "დემოკრატები", სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დაკარგავენ. 

სენატის მაკონტროლებლის ვინაობას პენსილვანიის, ჯორჯიისა და ნევადას უკიდურესად დაძაბული რბოლების შედეგები განსაზღვრავს.

აშშ-ში კონგრესის არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics