15:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 13:27:01, 1385 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ირანი ცრუობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის საფრენი აპარატები გადასცა, ყოველდღიურად 10 დრონს ვანადგურებთ

ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 ირანულ "შაჰიდ-136"-ს ვანადგურებთ, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის აღიარებას, რომ რუსეთს დრონები შეზღუდული რაოდენობით ომის დაწყებამდე მიაწოდა.

ზელენსკის განცხადებით, სიცრუესთან ერთად, თეირანი ირანელი ინსტრუქტორების მიერ რუსების მომზადების საკითხზე დუმს.

„იყო შეტყობინებები ირანიდან, ოფიციალური წარმომადგენლებისგან. მათ გადაწყვიტეს ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე 10 ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ცოტა რაოდენობა გასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. მხოლოდ გუშინ განადგურდა 11 "შაჰიდი". 

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტერორისტი და მისი თანამზრახველი დაუსჯელი არ დარჩება.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, 5 ნოემბერს პირველად აღიარა, რომ ქვეყანამ რუსეთს დრონები მიაწოდა. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის მტკიცებით, ტრანსფერი ომის დაწყებამდე განხორციელდა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ირანი უკრაინაში მეომარ მხარეებს იარაღს არ უგზავნიდა და ომის დასრულება სურდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics