23:57 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 11:26:03, 1286 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკან ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო ერთობლივი პროგრამებისა და კვლევითი პროექტების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ვენის უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც. გარდა ამისა, განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების ვენის უნივერსიტეტის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებიც.

 რატი ბრეგაძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აქტიური თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს ქმნის.

 ასევე, ვენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს იუტიციის სამინისტროს სამართლებრივ ჟურნალ „იუსტიციასა" და სამინისტროსთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭზე ისაუბრეს. მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისა და აკადემიური წრეების ჩართულობით პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics