23:57 - 04 Nov, 2026
|
2022-11-04 16:23:00, 1380 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა კლინიკა "ვივამედის" დატოვების შემდეგ განაცხადა. ჯიშკარიანმა ასევე დასძინა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რაც სავარაუდოდ მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარეობს ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი. "ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის დიაგნოსტიკა. ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმება არის მოსალოდნელი. ტემპერატურის მატებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სადღაც არის ინფექციურ-ინტოქსიკაციური პროცესი, ეს ჩემი მოსაზრება გახლავთ. საჭიროა სასწრაფოდ გადაყვანა, სწორი დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია" - განაცხადა ჯიშკარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)