|
2022-11-04 16:06:00, 1232 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 5 და 6 ნოემბერს „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გამოფენაზე, ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება. ჩატარდება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდიან. „ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)