|
2022-11-04 15:01:43, 1666 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბ-ნო ბაიდენ, შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი
შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი,- ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც პირობა დადო, რომ "ირანს მალე გაათავისუფლებენ". მისი თქმით, თეთრი სახლი სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ძალადობასა და ტერორს ირანში. „თეთრი სახლი სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ძალადობასა და ტერორს ირანში ბოლო არეულობის დროს, იმავდროულად ის ცდილობს მიაღწიოს ბირთვულ შეთანხმებას... ბატონო ბაიდენ, შეწყვიტეთ თვალთმაქცური საქციელი“,- განაცხადა ამირაბდოლაჰიანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს. ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა. საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)