|
2022-11-04 13:59:07, 2027 ნახვა
ეკონომიკა
ჯანმრთელობა უფრო მარტივად - „თიბისი“ დაზღვევის განახლებული აპი
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანებისთვის ხშირად დიდ დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ყველასთვის კარგად ნაცნობია კლინიკებში არსებული გრძელი რიგები, რთული ხელწერის მქონე ექიმები, სატელეფონო კავშირისას დიდი მოლოდინის დრო და კიდევ სხვა არასასიამოვნო პროცესები. გადატვირთული გრაფიკის გამო კი, ყოველთვის ცდილობენ ადამიანები ასეთი სიტუაციებისგან თავის არიდებას. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ დაზღვევამ მომხმარებელს შესთავაზა განახლებული აპი, რომლითაც ჯანმრთელობაზე ზრუნვას უფრო ამარტივებს და დიდ დროსთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უფრო სწრაფად ჭრის. განახლებული ჯანმრთელობის აპი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ახალი ფუნქციონალით. უკვე არსებული შესაძლებლობების გარდა, აპის გამოყენებით ახლა უკვე ინსტრუმენტულ კვლევებზე სასურველ დროს ჩაწერა და პროვაიდერი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაციისა თუ მისამართების მარტივად ნახვაც გახდა შესაძლებელი. აპის ახალ ვერსიაში მომხმარებელი უფრო სწრაფად და მარტივად შეძლებს ჯანმრთელობის დაზღვევის ისეთი სერვისებით სარგებლობას, როგორიცაა:
“ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მუდმივ პროგრესზე და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო გავამარტივეთ სამედიცინო სერვისების მიღება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა - კლინიკაში ჩაწერის პროცედურა გახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი; მომხმარებელს შეუძლია მათთვის სასურველ დროს თავად დაგეგმოს ოჯახის ექიმთან ვიზიტი და კვლევები; გადაამოწმოს საკუთარი ლიმიტები და მარტივად მოიძიოს პროვაიდერი კლინიკების ინფორმაცია”, - სერგო საყვარელიძე, „თიბისი“ დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი. „თიბისი“ დაზღვევა, კვლავ განაგრძობს ინდუსტრიისთვის ახალი სტანდარტების დაწესებას. სწრაფი და ციფრული მომსახურება მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)