11:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 10:29:21, 1078 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება

ავსტრიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირველი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგთან გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს, პენიტენციური სამსახურების მიმართულებით გამოცდილება და არსებული ცოდნა გაუზიარეს.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. მან ავსტრიულ მხარეს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის „ციფრული უნივერსიტეტის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ზრდის მსჯავრდებულების განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ავსტრიის რესპუბლიკასთან პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვის მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, განავითაროს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, საკნის გარე აქტივობები; პატიმართა დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები.

შეხვედრაზე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე სწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმაშიცაა ასახული.

იუსტიციის მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროსთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უფრო, ევროპული პერსპექტივის მიღების შემდგომ.

შეხვედრაზე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობაზეც ისაუბრეს. საქართველოში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პირველი მცირე ზომის დაწესებულება ლაითურში გაიხსნება. იუსტიციის მინისტრმა ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგი საქართველოში ლაითურის ციხის გახსნის ცერემონიალზეც მოიწვია.

ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, შევხვედროდი საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის დელეგაციას, რათა გვესაუბრა საქართველოსა და ავსტრიის პენიტენციურ სისტემებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს. მე მჯერა, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია და ამ შეხვედრით ორივე მხარე დიდად კმაყოფილი ვართ",- განაცხადა კიონიგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics