|
2022-11-02 15:07:01, 1184 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - დედაქალაქში მიმდინარე ყველა პროექტი კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება
თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველა სამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კითხვაზე - თუ რა იყო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, პასუხს გამოძიება გასცემს. „ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანსა და რაიონში ხორციელდება, ყველაფერი კეთდება იმ არსებული სამშენებლო რეგულაციებით, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო პრობლემა, რა იყო ან რა არ იყო გაკეთებული და რამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია და უბედურება. ერთად დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როდესაც იქნება ექპერტიზის დასკვნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)