|
2022-11-02 13:53:44, 1595 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ კახეთში ბიზნესფორუმს მასპინძლობს
4 ნოემბერს, კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის ფორუმს მართავს, რომელზეც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე. „კახეთში ველოდებით ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს, რათა ვისაუბროთ გამოწვევებზე, გავაცნოთ სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)