|
2022-11-02 12:57:30, 1574 ნახვა
საზოგადოება
მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) შესყიდვების მიმართულების დირექტორს ანი კლერ ჰოვარდს შეხვდა. სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი საჯარო შესყიდვების მიმართულებით არსებული სიტუაცია და ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გააცნო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკოინოვაციების წახალისებას. გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მდგრად საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობები, რაც, მომავალში, ხელს შეუწყობს აღნიშნული მიდგომის დანერგვას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Environment პროგრამის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP), რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად. მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებები მოცემულია ახალ საჯარო შესყიდვების შესახებ კანონპროექტში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს. შეხვედრას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, თამარ ალადაშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილი ესწრებოდნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)