|
2022-11-02 10:39:11, 1428 ნახვა
სამართალი
ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ქალაქ ხაშურსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა. ქალაქ ხაშურში, უკანონო სახერხ საამქროსთან ერთად, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). სოფელ ხცისში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 9 ერთეული მორი, 15 ერთეული ნახევრად დამუშავებული მორი, 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელაკი) და 100 ერთეული ე.წ. პადონი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდევანში, ლენტური ტიპის სახერხ საამქროსთან ერთად, გამოვლინდა წიწვოვანი სახეობის 10 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 5,60 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 70 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე, გამოვლენილია სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 525 ფაქტი. დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ბრძოლას უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)