|
2022-11-01 17:45:27, 1362 ნახვა
საზოგადოება
ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა
ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გახსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, მულტისექტორულ შეხვედრაში მონაწილეობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, მათ შორის, საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს და შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა მიიღეს. შეხვედრის მონაწილეებმა, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათი საქმიანობის და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ოჯახური დანაშაულის შედეგად მათი საჭიროებების გათვალისწინებით, დაზარალებურ პირებს სთავაზობენ. დისკუსიის ფორმატში, როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პროკურორებთან და მოწმისა და დაზარალებულების კოორდინატორებთან ერთად, აქტიურად იმსჯელეს სერვისების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ურთიერთანამშრომლობის ხარისხის გაზრდის შესახებ მზაობა გამოთქვეს. ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი და დროული მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში. აღნიშნული შეხვედრა, ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში გაიმართა, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)