|
2022-11-01 14:25:17, 1221 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჩეხეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ჩეხეთის სოციალური დაცვის სისტემის მართვისა და დაფინანსების საკითხები განიხილეს. ისაუბრებს დასაქმების პოლიტიკის, დეკრეტული შვებულების, ასევე - შშმ პირთა სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით. ჩეხეთის მხარემ, საქართველოს დელეგაციას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯანდაცვის მინისტრმა, ამ მიმართულებით, ჩეხეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)