|
2022-11-01 13:52:29, 1556 ნახვა
საზოგადოება
„ვემიჯნებით შეურაცხმყოფელ გამონათქვამს“ - ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტუარიდან მოიხსნა
თეატრი ემიჯნება დასის წევრის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს, - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოიხსნა. როგორც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მსგავსი შინაარსის შემცვლელი გამონათქვამები მიუღებელია, რადგან თეატრის მიზანია ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა და ფასეულობათა განვითარება. "ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცვლელი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები",- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, თამარ მაყაშვილი ტელეკომპანია "იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში "ხულელი ბავშვი“ დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია - “კაბების არ იყოს… არასოდეს არ ვაცმევდი ამ სულელურ კაბებს და იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით საშინელი რაღაცა ბეშუმური კაბა… ცისარტყელა ბეშუმური და კინაღამ გული გამისკდა"
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)